0 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია

ჩამოტვირთვა

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია.

დეპუტატებს არჩევანი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი აბესაძესა და პატრიოტთა ალიანსის წევრ ემზარ კვიციანს შორის უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ხმები გაიყო და ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ამ ეტაპზე კომიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე ვერ აირჩიეს. ირაკლი აბესაძემ 9-ის ნაცვლად 8, ემზარ კვიციანმა კი 7 ხმა მიიღო.

თავდაცვის კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებისადმიმიმართვით დაიწყო.

მისი განცხადებით, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ 15 კომიტეტიდან 12 კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დანარჩენ სამ კომიტეტში კი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი.

გამომდინარე იქედან, რომ სამი კვოტა უკვე ათვისებული აქვს ალიანსს, სესიაშვილმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა მხარდაჭერა ირაკლი აბესაძისთვის გამოეცხადებინათ, თუმცა ხმები მაინც გაიყო.

„მიუხედავად ჩვენი სიმპატია-ანტიპათიის, დამოკიდებულებისა და ასე შემდეგ, ჩვენ კოვტასთანდაკავშირებით შეთანხმებას ვუჭერთ მხარს და არა ვინმეს,“-აცხადებს სესიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები