0 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება. განცხადებას ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.


"გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი - ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენ აქტივისტს და იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე, თუ როგორ "წავაგეთ" არჩევნები, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ, ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას.

"მე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე 2012 წელს, გადავაბარე ადამიანს, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო , რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს. და მაინც გადავაბარე, იმიტომ რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. ივანიშვილს მაინც მოუხდება წასვლა, რადგან, ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი და საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგების გზით.

"2003 წელს, ჩვენ ვემზადებოდით ხელისუფლების მიერ მასობრივი გაყალბებისთვის და ამიტომ შევძელით მობილიზება, ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ - დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო!" - წერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...