მსოფლიო
არეულობა კრწანისის სამხედრო ცენტრში - დაღუპულია ერთი მოქალაქე
2016-10-23 17:32:55
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრს კრწანისში უცხო პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. შეჭრილ მოქალაქეებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ კი მოქალაქეებს გუშაგმა ცეცხლი გაუხსნა. ცენტრის ტერიტორიაზე ნაპოვნია ერთი თავდამსხმელის ცხედარი. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ცოტა ხნის წინ მომხდარზე განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. "23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს,"- წერია განცხადებაში. წყარო: "რუსთავი 2"-ი
კომენტარები