0 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მუქარის, შანტაჟისა და დაშინების მიუხედავად, ხუნდაძის დაკრულზე ცეკვას არ ვაპირებ“ - რა ხდება მცხეთაში?

მცხეთის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო გაბრძოლება. დიმიტრი ხუნდაძე და მისი აქტივისტები გამგეობის, სკოლებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს აიძულებენ ხვალ, სვეტიცხოვლის სიახლოვეს, მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მივიდნენ...

 „თუ არ მოხვალთ, სამსახურს გამოემშვიდობეთო, ასე გვითხრეს. გვაიძულებენ მატყუარა ხუნდაძის გამოსვლებს ვუსმინოთ.

დავიღალეთ. აღარ გვეყო რაც 4 წელი გვატყუა? შეეშვას მცხეთას. მთელი რაიონი გააჩანაგა და გააღარიბა. რაც ხალხს დაპირდა, არაფერი არ შეასრულა. ამიტომ, მუქარის, შანტაჟისა და დაშინების მიუხედავად, ხუნდაძის დაკრულზე ცეკვას არ ვაპირებ.

მეტსაც გეტყვით: მივალ შაბათს ჩემს საარჩევნო უბანში და 42-ს შემოვხაზავ - ხმას ცეზარ ჩოჩელს მივცემ“, - აცხადებს მცხეთის საჯარო სკოლის პედაგოგი და ამბობს რომ ხუნდაძეს, ხვალინდელ ღონისძიებაზე ხალხი სხვადასხვა ადგილებიდან, მათ შორის თბილისიდანაც ჩამოჰყავს.

„მე ოპოზიციონერი არ ვარ, მაგრამ ისე ნუ იზავენ რომ აღარც ქართულ ოცნებას დავუჭირო მხარი.

დავიჯერო, უკეთესი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს? რაღა ეს არაფრისგამკეთებველი დემაგოგი შემოგვაჩეჩეს... წყალი რომ მოსწყურდეს, მიმწოდებელი არავინ ჰყავს აქ“, - ამატებს ქალბატონი.

ხვალ, მცხეთაში ასევე იგეგმება მცხეთის დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის შეხვედრა ამომრჩეველთან.

ხუნდაძისგან განსხვავებით, მისი შეხვედრები ყოველთვის საქმიანი და ხალხმრავალია (რაც დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა სოფელ წილკანში). ყველაფრიდან ჩანს რომ ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა სწორედ მას უჭერს მხარს.

„დიმიტრი ხუნდაძეს აღარ ავირჩევთ. მართალია, ყველაფერს კადრულობს იმისათვის რომ ისევ გაინაღდოს დეპუტატის მანდატი, მაგრამ აღარ გამოუვა.

გვეყო, რაც ხუნდაძისგან სიმწარე ვიგემეთ. იმდენად ურცხვია რომ შეხვედრას ცეზარ ჩოჩელის მიერ გარემონტებულ უბანში გეგმავს. თავად რომ არაფერს აკეთებს და არაფერი შეუძლია, ამიტომ ცდილობს სხვისი გაკეთებულის მითვისებას.

როგორც კი დაინახა რომ მცხეთაში, ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე ბევრი ხალხი მიდის, საკრებულოებისა და გამგეობის, ასევე სკოლების თანამშრომლებთან დაარეკინა და დაემუქრა, თუ ჩოჩელთან მიხვალთ, პრობლემები შეგექმნებათო.

მეტი რაღა პრობლემა უნდა შეგვიქმნას ხუნდაძემ - გაგვატყავა“, - გვიყვება ხელოვნების სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც მისი თქმით, პირადად „შესთავაზეს“ ხუნდაძის ღონისძიებაზე დასწრება.  

უნდა ითქვას რომ არჩევნებამდე თითქმის საათები რჩება და მცხეთა ერთერთი ყველაზე „ცხელი“ წერტყილია მთელ საარჩევნო რუკაზე.

სახელისუფლებო კანდიდატმა, მთელი წინასაარჩევნო კამპანია სხვის ცილისწამებასა და ცრუ ბრალდებებში გაფლანგა.

ეს მაშინ, როდესაც მაგალითად, ცეზარ ჩოჩელმა ხალხს მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიკეთე შესთავაზა და ამომრჩეველს კონკრეტული პროგრამაც წარუდგინა.

ამიტომ, 8 ოქტომბერს, ამომრჩეველი, მცხეთის საარჩევნო ოლქში სიმბოლურად, უძრაობას და დასაქმებას, ცრუ დაპირებებსა და მეტ სიკეთეს, მეტ სამუსაო ადგილებს შორის გააკეთებს არჩევანს.

მცხეთის რაიონში, უძრაობასა და უმუშევრობას დიმიტრი ხუნდაძე განასახიერებს, ახალ სამუშაო ადგილებსა და განახლებასა კი - ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც 10 ათასამდე ადამიანი უკვე დაასაქმა და ერთ იმდენს კიდევ დაასაქმებს, თუ ხელს არ შეუშლიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...