მსოფლიო
"გვსურს, რომ შემდგომი პარლამენტი ლეგიტიმური იყოს" - იან კელი
2016-09-26 14:07:10
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეერთებული შტატების ელჩი აფასებს. იან კელის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია.
„როგორც წინა კვირას აღვნიშნე, ჩემი აზრით, წინასაარჩევნო ატმოსფერო ძალიან მშვიდია. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ არჩევნები, რომელიც ორ კვირაში გაიმართება, სამართლიანი, თავისუფალი და ხალხის ნების გამომხატველი იქნება. ჩვენ გვსურს, რომ შემდგომი პარლამენტი ლეგიტიმური იყოს და ხალხის ინტერესებსა და სურვილებს პასუხობდეს,“- განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები