მსოფლიო
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროში
2016-09-20 10:49:08
საქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს, - ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ისაუბრა.
მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.
კომენტარები