0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეფექტური გზით მივაღწიეთ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლითაც პოლიტიკურ პარტია „ცენტრისტებს“ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ თუ იქნება ქმედებები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს, კანონიერი და სამართლებრივი გზებით ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს აღიკვეთოს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ მოკლე, ძალიან ეფექტური გზით მივაღწიეთ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლითაც პოლიტიკურ პარტია „ცენტრისტებს“ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. ხელისუფლებამ გამოიყენა ეს შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული გზა: ჯერ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა რეგისტრაციაში გატარებაზე არაუფლებამოსილ პირებს, ხოლო ამის საფუძველზე ჩვენ გუშინვე გავაკეთეთ მიმართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე, რომელმაც საბოლოოდ უარი უთხრა რეგისტრაციაში გატარებაზე არაუფლებამოსილ პირებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას და ამ დროისთვის პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. ამ დროისათვის ვითარება შემდეგია, ჩვენ კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დავაყენეთ. ეს შედეგი ნიშნავს იმას, რომ პარტიის წარმომადგენლები რომლებიც უკვე არაუფლებამოსილი პირები არიან, ისინი ვერ წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ სუბიექტს და ვერც ეს პოლიტიკური სუბიექტი იქნება საარჩევნო პროცესის მონაწილე. ჩვენი პოზიციაა, რომ მომავალში თუ იქნება მსგავსი ტიპის ქმედებები რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას ზიანს მიაყენებს ნებისმიერი კანონიერი, ხაზს ვუსვამ კანონიერი და სამართლებრივი გზებით ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს იყოს აღკვეთილი“, - აცხადებს ბესელია. (რ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...