0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო - 22 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი წერს, მას ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა.

დემურ სტურუა წერილში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მანქანაში ცემეს.

„გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“-წერს დემურ სტურუა.

წერილი 2016 წლის 7 აგვისტოს, 20 საათსა და 10 წუთზეა დაწერილი.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. მეზობლების თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მათთან თავად ის პოლიციელი მივიდა, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცი წერს და სტურუების ოჯახი მოიკითხა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თევზაძე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...