2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია

18 ივლისს 19:00-ზე  თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია“ - პრეზენტაცია გაიმართება.

ჟურნალი დეტალურად გააშუქებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ისევე როგორც  სხვა ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს.

ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მის ავტორებს შორის არიან აკა მორჩილაძე, გიორგი კეკელიძე, ნათელა გრიგალაშვილი, გოგა ჩანადირი, მანანა ვარდიაშვილი, მერაბ ადეიშვილი, დავით მაჭავარიანი და სხვები.

ჟურნალი  „ანაკლია“ ორ თვეში ერთხელ გამოვა. მისი ტირაჟი 3 000 იქნება და ის უსასყიდლოდ გავრცელდება. 

ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრებიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ასევე კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე  ჟურნალის პირველ ნომერს  წარმოგიდგენთ. 

პრეზენტაცია კონცეპტუალური ხასიათისაა. თიბისი გალერეაში წარმოდგენილი იქნება ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაცია, რომელიც ახალგაზრდა არტისტებმა სალომე დუმბაძემ და დიმიტრი დადიანმა მოამზადეს.

 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე განავითარებს და  ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.

 

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება. საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშნეებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა სულ მცირე 40%-50%. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...