0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გაგაძევებთ სხდომიდან"-ბესელია და თაქთაქიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჩამოტვირთვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 
ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავდნენ, სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო კრიზისში შეიყვანა.
სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელამ ჩიორა თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, თუმცა თაქთაქიშვილი მას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ბესელიამ მოუწოდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა, რასთან დაკავშირებითაც მანდატურებსაც მიმართა. 
თაქთაქიშვილი ბესელიას არც ამ მოთხოვნას დაემორჩილა, რის გამოც ბესელიამ სხდომის დასრულება გადაწყვიტა.
ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები