0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფა თიბისი ბანკის სათაო ოფისში

თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოში პოლონეთის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე დიპლომატიური კორპუსის და პოლონური დიასპორის წარმომადგენლები  დაესწრენენ. 

 

ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ  შენობა, სადაც ამჟამად თიბისი ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს,  მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის  1912  წელს  დააპროექტა.  მემორიალური დაფა თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე, როგორც XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე  სიმბოლურად, ალექსანდრე როგოისკის  პატივსაცემად განთავსდა. 

 

როგოისკი საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. წლების განმავლობაში პოლონელი არქიტექტორი  თბილისში მოღვაწეობდა  და  მის სახელს  არაერთი ცნობილი და ისტორიული  შენობა უკავშირდება.  მათ შორის,  ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ყოფილი კათოლიკური ეკლესია, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე სამლოცველო,  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა დაქორეოგრაფიის სახელმწიფო 

მუზეუმის ინტერიერი,  სემინარიის ყოფილი  შენობა, სადაც ამჟამად მე-9  საავადმყოფოა განთავსებული.

 

ახალი შენობების დაპროექტების გარდა, ცნობილი პოლონელი არქიტექტორი რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროცესშიც იყო ჩართული.  როგოისკის ხელმძღვანელობით ჩატარდა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული  თეატრის შენობის რეკონსტრუქცია 1903-1909 წლებში.  გარდა ამისა,  ის  სიონის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის შენობის  რესტავრაციის ავტორიცაა. ისტორიული შენობების გარდა, ალექსანდერ როგოისკის მიერაა დაპროექტებული თბილისში მდებარე არაერთი საცხოვრებელი სახლი. 

 

პოლონეთის საელჩოს ინციატივით,  პროექტ  „პოლონური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ  შენობებზე  მათი სახელობის  მემორიალური დაფების განთავსება მოხდება.  თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფის განთავსება სწორედ  ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პარალელურად თიბისი გალერეა უმასპინძლებს ფოტოგამოფენას, რომელზეც საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობები იქნება წარმოდგენილი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...