1 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგა ჩხაიძე: ,,რა გაწუხებთ?’’ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას ემსახურება“

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?“ დაიწყო, რომელიც  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა. 

პროექტს „ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

„გავეცანი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს „რა გაწუხებთ?“ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. ცუდი რა უნდა იყოს იმაში, თუ კი დაიწყება მოსახლეობის გამოკითხვა, მოხდება მათი პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების გამოვლენა. მითუმეტეს მისასალმებელია, თუ კი ეს სამოქალაქო ჩართულობის გზით მოხდება. ზოგადად, ჯანდაცვის პროგრამებმა დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო მომსახურებაზე,  ჩვენი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. საქართველოს მოსახლეობა მანამდე ვერ ჩაითვლება ჯანმრთელ საზოგადოებად, სანამ არ მივა იმ დასკვნამდე, რომ მისი აქტივობა ჯანდაცვის პროგრამებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  არ შეიძლება ადამიანი მივიდეს ექიმთან მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად აქვს გამწვავებული. ზოგადად, ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს. ქვეყნის მიმდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გახლავთ მთავარი ფუნდამენტი დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის.  ახალი პროექტი "რა გაწუხებთ?’’  ჩემი გათვლით,  ემსახურება სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას“.

პროექტის ფარგლებში, კითხვარები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით, ვებ გვერდზე: http://1505.ge/, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...