1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან

„თუ ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, მისასალმებელია

 იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს  ჰუმანითიჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.  მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს. რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსავლასთან დაკავშირებით, და ასევე უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი ქალაქ ბათუმში, ლია გოლიაძე განმარტავს: როდესაც მედიკამენტის დანიშვნა მიწევს, აუცილებლად ვითვალისწინებ ყველა ნიუანსს, მათ შორის, უმთავრესია პაციენტის სიმძიმე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კი მისი სოციალური მდგომარეობა გახლავთ. რა თქმა უნდა, როდესაც ვიცი ჯენერიკი ხარისხიანია, დავუნიშნავ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბრენდთან შედარებით გაცილებით იაფია, და ეფექტურია. ექიმი ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებობს ჯენერიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, სანდო და ხარისხიანია. ასევე საუბრობს ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დღეს დაბალია და აუცილებელია მასზე ოჯახის ექიმმა და ჯანდაცვის სტრუქტურებმა იზრუნოს.

რაც შეეხება ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენას ექიმი აღნიშნავს, რომ  ეს აუცილებელია, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და მედიკამენტები გაიაფდება: ჰუმანითი ჯორჯია ინდოეთში წარმოებული ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას მოახდენს. ზოგადად, ინდური წარმოების პრეპარატები თავის დროზე, ძალიან პოპულარული იყო და ხარისხითაც ნამდვილად გამოირჩეოდა. ახლაც არის ინდური პრეპარატები, რომლებსაც მოვიხმარ. ზოგადად, სკეპტიკური დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს. მაგალითად, როდესაც ვხედავ, რომ ანგინას კონკრეტულმა ანტიბიოტიკმა უშველა, ესე იგი ის წამალი ხარისხიანი და ეფექტურია. დღეს მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულია. დღეს  ფარმაცევტული ბაზარი  რამდენად მონოპოლიური ან ოლიგოპოლიურია, ეს ჩემს კომპეტენციას ცდება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა სახარბიელო, ნამდვილად, არ არის. ვცხოვრობ ბათუმში და ვიცი, რომ ხალხი გადადის თურქეთში და იქ ყიდულობენ წამლებს. ხარისხიც ძალიან კარგია და ფასიც გაცილებით დაბალი“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითიჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...