0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

დღეს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე,  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის  „ გლობალური ალიანსის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში,  სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ვადაჭკორიას  შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრება და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ბერნარ კუშნერი სტუდენტებს შეხვდება და მათთვის ოფიციალურ მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „ჯანდაცვის გლობალური გამოწვევები 21-ე საუკუნეში და განათლების როლი“. შეხვედრის დასასრულს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩევენ.

დღეს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინსიტროში გაიმართება ერთობლივი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობენ  „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.  კუშნერის ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...