0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველადი ჯანდაცვა - უმნიშვნელოვანესი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. რეფორმის სამოქმედო გეგმა ოქტომბერის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის განხორციელებაში კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

პედიატრი და ნეონატოლოგი სოფიო ჩხეიძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმას გამოეხმაურა. სოფიო ჩხეიძეს მიაჩნია, რომ  პირველადი ჯანდაცვის განვითარება ხელს შეუწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას. პრევენცია კი გაცილებით ხარჯთეფექტურია როგორც პაციენტისთვის, ასევე - სახელმწიფოსთვის.

„პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია  ჯანდაცვის სისტემაში. პირველადი რგოლის საქმიანობა ეფექტურია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას. პრევენცია კი გაცილებით მარტივი, იოლი და ხარჯთეფექტურია, ვიდრე პაციენტის ჯანმრთელობის გართული მდგომარეობის მკურნალობა. დაავადებათა პროფილაქტიკური მკურნალობა ეფექტურია თავად პაციენტისათვის, შედეგად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხშირ შემთხვევაში გართულებული დაავადების მკურნალობა დაგვიანებულია  და პაციენტის გადარჩენაც რთულდება. გარდა პაციენტისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს ჩართულობა. პრევენციულ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია, ვიდრე გართულებულის მკურნალობა უჯდება სახელმწიფოს. პრობლემებია სწორედ  პირველად რგოლში. ცნობილია, რომ ოჯახის ექიმების ანაზღაურება ერთ პაციენტზე  ერთი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრია, რაც არაადეკვატურია მათ მიერ გაწეულ შრომასთან შედარებით“, - აცხადებს სოფიო ჩხეიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...