0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა „Citi”-ს მეშვეობით ვაჭრობის ფინანსირებისთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თბილისი, 12 აგვისტო, 2015 — საქართველოს ბანკმა, ქვეყანაში წამყვანმა ბანკმა, განაცხადა „Citi”-ს მეშვეობით 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ერთ წლიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის.  ხსენებული დაფინანსება არის მეორე შემთხვევა საქართველოში ამ ტიპის ფინანსური რესურსის მოზიდვის. პირველი მსგავსი რესურსი „Citi“-ს მეშვეობით შარშან, ასევე საქართველოს ბანკმა მოიზიდა.

„საქართველოს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ბანკია ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა სოლიდური ბაზით. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შედგა თანამშრომლობა  „Citi“-სა და საქართველოს ბანკს შორის,  ჩვენი კლიენტების საჭიროებების შემდგომი მხარდაჭერისა და ბანკის კონკურენტული უპირატესობის გამყარების მიზნით.  მინდა მადლობა გადავუხადო „Citi“-ს თანამშრომლობისთვის და  მივულოცო ჩვენი ვაჭრობის ფინანსირების გუნდს ტრანზაქციის წარმატებით დასრულება“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მურთაზ კიკორიამ.

„Citi-ი მოწოდებულია მიაწოდოს მის მომხმარებელს ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო საშუალებები. საქართველოს ბანკისთვის ხსენებული რესურსის მოზიდვისას, ჩვენ შევძელით მაღალპროფესიონალური, ექსპერტული პარტნიორობის განვითარება და ბანკისთვის ვაჭრობის ფინანსირების შეუდარებელი გადაწყვეტის უზრუნველყოფა,“ განაცხადა ანურაგ შოდარიმ, „Citi“-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების დისტრიბუციის გლობალურმა ხელმძღვანელმა.  

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

„Citi”-ს შესახებ”:

„Citi”-ი ემსახურება 100 მილიონ მომხმარებელზე მეტს, 40 ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძველი ფინანსური ინსტიტუტია, 200 წელზე მეტი ხნის ისტორიით. „Citi”-ი თავაზობს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სფექტრს, მათ შორის სამომხმარებლო, საკრედიტო, კოპრორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, ასევე საბროკერო, გადარიცხვებისა და დაგროვილი ქონების მართვის სერვისებს. „Citi”-ს მისიაა, იყოს სანდო პარტნიორი და შეთავაზოს მის მომხმარებელს ფინანსური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ზრდასა და ეკონომიკურ პროგრესს. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესი ძირითადი ნაწილია „Citi”-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების ბიზნესის, რომელიც, თავის მხრივ, „Citi”-ს ინსტიტუციონალური კლიენტების ჯგუფის მიმართულებაა. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესის უპირატესობა, მისი მსოფლიო მასშტაბით მუშაობა და ადგილობრივი პარტნიორობის არსებობაა, რისი მეშვეობითაც ის ემსახურება კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო სექტორს მსოფლიოს გარშემო. „Citi”-ს ვაჭრობის ექსპერტები აწვდიან მომწოდებლებს, მყიდველებსა და ფინანსურ ინტიტუტებს მთელს მსოფლიოში საუკეთსო შეთავაზებებს დაწყებული რისკის თავიდან აცილებითა და ფინანსირებით, დასრულებული მიწოდების ქსელისა და სამუშაო კაპიტალის გაუმჯობესების, ვაჭრობისა და ნაღდი ფულის მოძრაობის, ასევე ვაჭრობის აქტივობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...