1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ლეჟავა: ოჯახის ექიმთან ვიზიტი ლიმიტირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. რა სჭირდებათ ექიმებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, როგორია პირველად რგოლში მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი, რის შეცვლას ისურვებდნენ ექიმები? ამ კითხვებით საოჯახო მედიცინის ცენტრის მთავარ ექიმს, ნინო ლეჟავას მივმართეთ:

"ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ზრუნვა კარგა ხანია დაიწყო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც ამის ერთ–ერთი მაგალითია. თუმცა ერთ–ერთი პრობლემა, რაც ამჟამად ამ რგოლში არსებობს, გახლავთ ულიმიტო ვიზიტის უფლება ოჯახის ექიმთან. რადგანაც ვიზიტები ულიმიტოა, შეიძლება ბავშვს ერთხელ დაახველოს, ან ოდნავ ავად გახდეს და მაშინვე მოჰყავთ ექიმთან. ეს იწვევს საკმაოდ დიდ რიგებს. იქნებ იყოს რაიმე რეგულაცია,  არსებობდეს ლიმიტი, მაგალითად შეეძლოთ თვეში ხუთჯერ ან ათჯერ უფასოდ ვიზიტი. არის პაციენტების კატეგორია, რომლებიც სულ აქ სხედან, მოვლენ, წნევას გააზომინებენ ექიმს და მიდიან, ამით მშვიდდებიან. არ მინდა ისე გაიგოს  ვინმემ, თითქოს პაციენტების მომსახურებაზე ვამბობდეთ უარს, ან ცხვირს ვიბზუებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ თითო ექიმს დღეში ოცდაათზე მეტი პაციენტის მიღება უწევს ხშირად, რამაც, შესაძლოა მომსახურების ხარისხი შეამციროს, სათანადო დრო ყველას ვერ დაუთმოს, შემდეგ კი თავად პაციენტები არიან რიგებით უკმაყოფილო“, – აცხადებს ლეჟავა.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ–ერთი ყველაზე კარგი ცვლილებაა, რაც ბოლო დროს სამინისტროს განუხორციელებია. პირველ რიგში კი სასიკეთო პაციენტებისთვის. თუ სამინისტრო სამომავლო გეგმებში პირველადი რგოლის ექიმებისა და ექთნების მატერიალურ ინტერესს გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეული ანაზღაურებით, ძალიან კარგი იქნება. რადგან, რაც უნდა იყოს, ექიმის კმაყოფილება შესაბამისად აისახება პაციენტზეც“– აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, საყოველთაო ჯანდახვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განახორციელებს და ამ რეფორმაში მას კონსულტაციას საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...