0 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკული საბაკალავრო პროგრამები სტუდენტებისთვის

ჩამოტვირთვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2014 წელს ჩატარებული საქმიანობის ანგარიში, 2015 წლის გეგმები და კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები განიხილეს.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების პროექტზე - „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020.“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება ბაკალავრიატის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები ელექტრულ ინჟინერიაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით), კომპიუტერულ ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კომპაქტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან დაიწყებს საბაკალავრო პროგრამების შეთავაზებას საქართველოს სტუდენტებისთვის.

„შარშან საქართველოში შემოვიდა ამერიკული უნივერსიტეტი და წელს სექტემბრიდან იწყებს საბაკალავრო პროგრამების შეთავაზებას საქართველოს სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროექტის ბიუჟეტი გახლავთ 30 მილიონი ამერიკული დოლარი,რომელიც ფინანსდება 140 მილიონი ამერიკული დოლარიდან,რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოუყო საქართველოს,“–აღნიშნა მაგდა მაღრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები