0 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გამოხმაურება მოჰყვა გადაცემის იმ ნაწილს სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე“

ჩამოტვირთვა

"ფბ-ში გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო). მან მოჰყვა რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა. ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდი, ან ამ ეპიზოდის შეფასება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის გახადოს საჯარო ან არა. ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა! გაუგებარია რესპოდენტს მის ცხოვრებაზე შოუს წამყვანმა შენიშვნა როგორ უნდა მისცეს! მხოლოდ იმიტომ რომ იეღოვა რელიგიური უმცირესობაა (საქართველოში) მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ისაუბროს არავინ ესეც ჩემთვის გაუგებარია! რაც შეეხება ჩემს რეპლიკას, "ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების" მიუხედავად იმისა
რომ აშკარად იუმორში იყო ნათქვამი, იმ ვრცელ ისტორიაზე რაც რესპოდენტმა მძაფრად მოჰყვა, ვიღებ შენიშვნას!

მე როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ რომ მე და ჩემი გუნდი სრულად ვემხრობი აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევს რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიური უმცირესობას!”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები