0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა (IDAC) პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის 4S („ფორესი“) პრეზენტაცია გამართა

დღეს უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა (IDAC ) პირველი ქართულენოვანი ტესტების პროექტის – 4S („ფორესი“) პრეზენტაცია გამართა. „ფორესი“ მომხმარებელს სამუშაო უნარების ელექტრონული ტესტირების მეთოდით გადამოწმების საშუალებას ქართულ ენაზე პირველად სთავაზობს. იგი უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. ტესტი პიროვნების უნარს მათემატიკაში, ლოგიკაში, სივრცულ აღქმასა და გადაწყვეტილებების მიღებაში აფასებს.

როგორც უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის მმართველმა პარტნიორმა დავით ჩანტლაძემ განაცხადა, ეს არის უნიფიცირებული და სტანდარტიზებული პროდუქტი, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, ისე დამსაქმებლები.

„ფორესი“ პიროვნებებს საკუთარი უნარის შეფასებაში, ხოლო დამსაქმებლებს დასაქმებულების შერჩევაში ეხმარება. შესაბამისად, ქვეყნის დასაქმების ბაზრის განვითარებაში შეიტანს წვლილს“, - აღნიშნა დავით ჩანტლაძემ.

მისივე თქმით, მათემატიკის, ლოგიკისა და სივრცული უნარების ტესტები 13–13, ხოლო გადაწყვეტილების მიღების უნარის ტესტი 9 კითხვისაგან შედგება. თითოეული მოდულის გავლისათვის 25, ხოლო ტესტირების დასრულებისათვის 100 წუთია გამოყოფილი. ტესტირების შედეგი ტესტის დასრულებისთანავე ხდება ცნობილი. უმაღლესი შედეგის მქონე აპლიკანტები ტოპ–ასეულში მოხვდებიან, რომელიც განთავსდება და რეგულარულად განახლდება ვერგვერდზე: www.idac.ge ყველა აპლიკანტს გადამოწმების უნიკალური ექვსნიშნა კოდი მიენიჭება, რომლის მეშვეობითაც ბაზაში მათი ტესტირების შედეგის მოძიება გახდება შესაძლებელი.

როგორც პროექტის პარტნიორი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენელმა, აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განაცხადა, ასეთი ტიპის ტესტირების სისტემას როგორც საგანმანათლებლო, ისე დასაქმების სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„იმადი მაქვს, ეს პროდუქტი დამასაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებში დიდი მოწონებით ისარგებლებს. ჩვენი ინფრასტრუქტურა სისტემის დასანერგად უკვე მზადაა და პირველი ტესტი 25 ოქტომბრისათვის ჩატარდება“, - აღნიშნა ლაშა გოცირიძემ.

პრეზენტაციას კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები დაესწრნენ. მათ უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენელთაგან მომავალში შესაძლო თანამშრომლობაზე ინფორმაცია მიიღეს.

4S („ფორესი“) სთავაზობს მომხმარებელს პირველად, ქართულ ენაზე, სამუშაო უნარების გადამოწმების შესაძლებლობას, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. ეს არის პირველი ქართულენოვანი ტესტირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია უცხოელი ექსპერტების მიერ და საშუალებას იძლევა შეფასდეს პიროვნების უნარი 4 სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ოთხი უნარი ერთიანობაში გვაძლევს პიროვნების სამუშაო უნარის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.

”ფორესი” უნიფიცირებული და სტანდარტიზირებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პიროვნებები, ასევე დამსაქმებლები. ტესტი საშუალებას აძლევს სამსახურის მაძიებელ და კარიერული წინსვლით დაინტერესებულ პიროვნებებს, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო დამქირავებელს ეხმარება კადრის შერჩევისას უფრო სწრაფი და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...