0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მოქალაქე" "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

"ორგანიზაცია "მოქალაქე" არ აპირებს უპასუხოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე ექსპრეზიდენტისა და თავად "რუსთავი 2"- ის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და რიტორიკას. დიდი ხანია, ექსპრეზიდენტი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლობო გამონათქვამების სიმბოლოს _ შალვა ნათელაშვილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ჩვენც შესაბამისად არ ვპასუხობთ. რამდენიმე დღის წინ "მოქალაქემ" იმიტომ მიანიშნა "მაესტროს" ეთერში ჟურნალისტების დიალოგისას ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომ იქ მყოფი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს, რასაც ვერ ვიტყვით ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე, რომელსაც წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო, ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება. ორგანიზაცია "მოქალაქე" მხარს უჭერს საჯარო სივრცეში არგუმენტირებულ კრიტიკას და აზრთა ჭიდილს, მაგრამ არა ჭორაობას, უმეცრებასა და მდაბიო რიტორიკას. შესაბამისად, იმ პირებისა და ორგანიზაციების გამონათქვამებზე, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის ეტალონი შალვა ნათელაშვილია, ჩვენი ორგანიზაცია რეაგირებას არ მოახდენს არც დღეს და არც მომავალში, სანამ ისინი სერიოზულობით არ მოეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს და მეტ პატივისცემას არ გამოიჩენენ საზოგადოების მიმართ"-ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...