1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლო პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა

ჩამოტვირთვა

საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე მსჯელობს. პროკურატურა ითხოვს, რომ უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს "სითი პარკის" საქმეზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდონ. შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ეს უახლოეს წუთებში უნდა გაირკვეს, პირველი კომენტარი უკვე გააკეთა თავად გიგი უგულავამ და ასევე მხარეებმა. ყოფილ მერს ამჯერად მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. დავის საგანი თბილისის მთავრობასა და კომპანია "სითი-პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლითაც, გამოძიების ცნობით, წლების განმავლობაში პარკირების ჯარიმების გადახდით შესული თანხა არაკანონიერად ნაწილდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები