1 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა მელიამ სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას მთავარი დაპირება გააცნო

ჩამოტვირთვა

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა ბერძენიშვილი სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. კანდიდატებმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება,,რასაც გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქისთვის და კონკრეტული უბნისთვის გააკეთებენ. ნიკა მელიამ ადგილობრივ მოსახლეობას მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც გააცნო,რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფებას გულისხმობს. სტუდენტი,პენსიონერი,პედაგოგი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასოდ იმგზავრებენ,ხოლო სხვა დანარჩენი თბილისელები 50 თეთრის ნაცვლად ,მეტროსა და ავტობუსში 20 თეთრს გადაიხდიან. ინიციატივა კი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები