1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერმა სიმპოზიუმზე ეკლესიის როლსა და ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებზე ისაუბრა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებზე გაამახვილა. "საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქრისტიანულ კულტურაზე დგას. მართმადიდებლობა იყო ის, რაცსაუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვებდა ქართველ ერს, მის სულიერებას. მართმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდაყოველთვის ქართველი კაცის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი.სიყვარული, მშვიდობიანი თანაარსებობა, შემწყნარებლობა, სათნოება, თანაგრძნობა, -- ეს იყო ის ღირებულებები, რაზეც იდგა და რამაც გადაარჩენა მცირერიცხოვანი, მუდმივი მტრის გარემოცვაში მყოფი ჩვენი ერი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებამ გახადა საქართველო ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილი"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები