0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სლავიანსკში წუხელ საბრძოლო ქმედებები განახლდა- ქალაქი ალყაშია

ჩამოტვირთვა

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვანებმა წუხელ, გვიან ღამით საბრძოლო ქმედებები განაახლეს. უკრაინელმა ძალოვანებმა შეტევა მიიტანეს სლავიანსკის სხვადასხვა რაიონებში განთავსებულ სეპარატისტთა ბლოკპოსტებზე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი ამ დროისთვის ძალოვანების ალყაშია. ამასთან, უკრაინელმა ძალოვანებმა ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს ქალაქ მარიუპოლშიც, სადაც სეპარატისტებმა ადგილობრივი მერიის შენობა დატოვეს. Unian-ის ინფორმაციით, ქალაქში წუხელ მთელი ღამით სროლის ხმები ისმოდა არსებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, გადაწვეს საბურავები და ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები