0 6 : 1 1
 
2012-08-18 17:59:17 ჩამოტვირთვა
|
როგორ გააძევეს გომელებმა კალაძე მშობლიური სოფლიდან
ამბები
2012-08-18 17:59:17
როგორ გააძევეს გომელებმა კალაძე მშობლიური სოფლიდან
სოფელ გომში საკუთარ მომხრეებთან ერთად ჩასული კალაძე ადგილობრივებმა სოფელში არ შეუშვეს. მოსახლეობა ექსფეხბურთელს სოფლის ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ გომი კახი კალაძის მშობლიური სოფელია, აქაურები ექსფეხბურთელსა და მის ოჯახს კარგად იცნობენ, რაც მათი აგრესიის მთავარი მიზეზი იყო.


როგორც ჩანს მეოცნებეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ გომელებს კალაძე არ უყვართ. რის გამოც სოფელს ექსფეხბურთელის ჩასვლამდე მისი მომხრეები ეწვივნენ და კალაძის დასახვედრად მზადება დაიწყეს. მეოცნებეებმა წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცოცხალი კედელი აღმართეს, რომლის მიღმაც რიგით მოქალაქეებს არ უშვებდნენ, ეს ტერიტორია კახი კალაძისთვის იყო განკუთვნილი. ამ ფაქტმა მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ადგილობრივებს საკუთარი თანასოფლელი კახი კალაძისთვის შეკითხვების დასმა სურდათ.

ცოცხალი კედლის მიღმა არ უშვებდნენ მედიის თანამშრომლებს, კალაძესთან მიახლოება მხოლოდ მეცხრე არხისა და ინფო ცხრის ჟურნალისტების პრიორიტეტი იყო. ცოცხალი კედლის გარღვევის მცდელობისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ინტერნეტტელევიზია აიტივის ჟურნალისტს.

გომში კალაძის ჩასვლამდე ადგილობრივები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და კალაძის მარჯვენა ხელთან ზაზა ადეიშვილთან ცდილობდნენ. გომელებს აინტერესებდათ რატომ არ შეუწყო კალაძემ ხელი გომში სპორტის განვითარებას. ამ თემაზე საუბრისას ადგილობრივებმა ერთი ლარის ცნობილი ისტორიაც გაიხსენეს. საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ ამბავზე, როდესაც გომის გამგეობამ ფეხბურთელს გომის სპორტული ინფრასტრუქტურის სიმბოლურ ფასად ერთ ლარად შესყიდვა და მის განვითარებაზე ზრუნვა შესთავაზა, კახი კალაძისგან კი უარი მიიღო.

კახი კალაძის მხარდამჭერების შემდეგ გომს თავად სპორტსმენიც ეწვია, მაგრამ მისი ვიზიტი მხოლოდ ერთ წუთს გაგრზელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კალაძე სოფელში არ შეუშვა, რის გამოც ექსფეხბურთელმა მშობლიური სოფელი მისვლისთანავე დატოვა

კომენტარები
მანანა
18 აგვისტო, 2012 წელი. 18:15
არავის არავიან არ გაუგდია რამ გაგაბოროტად ტკვენ ტკვენი ტავი ჯურნალისტი გგონიატ????
სამტრედია
18 აგვისტო, 2012 წელი. 20:37
ნიკოლეიშვილების საკუთრებაა გომიც და მისი თემიც და რად უნდათ კალაძე ეგ ხო სამტრედიელია
18 აგვისტო, 2012 წელი. 20:45
სოფლის სტადიონები საეზოვეებად გაყიდეს, ბავშვებს ბურთის გასაგორებელი არ დაუტოვეს, დაფნარში ვითომ ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყეს წინასაარჩევნოდ და ისიც დღემდე დაწყებულად დარჩა, და ის დაფნარელი ახალგაზრდები ბევრი ჩანს ამ კადრებში რომლებსაც ერთადერთი სკოლაც კი წაართვეს და ხმას არ იღებენ და არ აწუხებთ ეს, მათ მხოლოდ სხვა ფასეულობები გააჩნიათ...........
ნენე
18 აგვისტო, 2012 წელი. 21:59
რაც არ უნდა დაჯღაბნოთ ვითომ ჟურნალისტებმა, არავინ არ დაიჯერებს, რომ მოსახლეობამ გააგდო კახი. ტყუილად ნუ ირჯებით, უფრო მრტად აზიზღებთ ხალხს თავს!
ავირა
19 აგვისტო, 2012 წელი. 10:01
კალაძე ფეხბურთელი, რომ იყო პატივს ვცემდი, ეხლა იმათთან, რომ არის ჭუჭყიანებთან მეზიზღება, ეგენი პუტინის ფალოსები არიან
19 აგვისტო, 2012 წელი. 10:21
Vენაცვალე ხალხს....
ანა
19 აგვისტო, 2012 წელი. 12:42
არ გაუძევებიათ არ გაუძევებიათო რომ გაიძახით ყველაფერი მონტაჟია ხო? გასაძევებელია და გააძევეს.. რა აქვს გაკეთებული ისეთი რომ პატივისცემა დაიმსახუროს ხალხის? ფეხბურთელებით "მგოსნებით" და მეზღაპრე მაჟორიტარებით რომ არის სავსე "ოცნება" მაგასაც ვერ ხედავთ ხო? მარტო გურიაში 3 რაიონის მაჟორიტარი ძველი ფეხბურთელია.. რა უნდა გააკეთოს ამდენმა გაუნათლებელმა და უტვინო ხალხმა საქართველოსთვის ნორმალური? მარა "პუტინისტებს" რაც არ გაწყობთ ყველაფერი მოგონილი გგონიათ.. შეიძლება ბიძინას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს მაგრამ მაგის მაჟორიტარებს ხმას არავის მისცემს..
19 აგვისტო, 2012 წელი. 19:57
ამდენი ტკვილი როგორ შეიზლება გმერტის არ გეშინიატტტტტტტტტტტტ
19 აგვისტო, 2012 წელი. 19:58
კახა უკვე გამარჯვებულია
19 აგვისტო, 2012 წელი. 19:59
ეს ტელევიზია მაზოხისტებისააააა
20 აგვისტო, 2012 წელი. 09:27
ვენაცვალე შენს 2 გოლს ჩვენს კარში?! პოლიტიკაში რუსეთის მხარეს თამაშობ ბიჭო????????????
მავაშიგერი
20 აგვისტო, 2012 წელი. 11:37
გააძევეს და თანაც როგორ! სულ ხვევნა კოცნით...
თათა
20 აგვისტო, 2012 წელი. 12:01
კალაძე შენს სოფელში არ გიშვებენ შე საცოდაო, სად გამოგეყოფა თავი
კახელი
20 აგვისტო, 2012 წელი. 14:33
ვაი ეგ საცოდავი ეგა როგორ გაისაცოდავა და დაისამარა თავისი თავი ამ დებილმა ამან. რა ძალა გადგია შვილო ისევ ის სიმართლე გერჩივნოს საკუთარ კარში 2 გოლი რომ გაიტანე ვითომ და შემთხვევით (((
გომელი
03 სექტემბერი, 2012 წელი. 15:37
კალადზე გომელი არა ეგ კულასშელია არ გცოდნიატ ტქვე საცოდავებო
გომელი
03 სექტემბერი, 2012 წელი. 15:42
გაუმარჯოს აუგებელ გომს უბილეთო გიჯებს გენაცვალეტ გიჯებო
თბილისი
03 სექტემბერი, 2012 წელი. 15:46
კალადზეს გაუმარჯოს ნაცებმა რა გააკეთს გაზი ვანელებს აქვს გომელებს არა ესაა სამარტალი ტქვენი დედებიც ჯეკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკ..............
ბატუმი
03 სექტემბერი, 2012 წელი. 16:08
რა გაკეტა ამ მტავრობამ კერცოდ გომში არაფელი გაკეტებულა ჯიბები გაისკელეს და მაინც ვერ გაცგნენ ნაციონალები.
სამტრედია.
03 სექტემბერი, 2012 წელი. 16:17
კალადზე გომელია არა ტკვე სიკიმებო. ვერც გაგიგიატ კარგად გომელი რომ კოფილიკო აკვავებული იკნებოდა გომი. გენაცვალე კალადზე. ოცნებების დრო მოდის.ცირს ნაციონალებო გეკოტ რაც ჯამეტ.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



მედიაკლუბი
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის თუ არა პოლიტიკური დევნა?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ყვითელი ზონა
დიასპორა
ვოპსპოპი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  მედიაკლუბი |  კითხვის ნიშანი |  ყვითელი ზონა |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  ქუდიანი კაცი |
ვიმეგობროთ Facebook-ზე
დახურვა X