0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის გიორგი სიგუა?

ჩამოტვირთვა

გიორგი სიგუა - ადამიანი, რომელიც გუშინ, პრინსტონის უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ „შეიპარა“, რომ მიხეილ საკაშვილის წარმატებული გამოსვლა პროვოკაციული კითხვებით ჩაეშალა. თუმცა სიგუას უსუსურმა გამოსვლამ მიზანი ვერ გაამართლა. ქვეყნიდან გადახვეწილმა მედროვემ პრინსტონამდე მრავალი კილომეტრი სულ ტყუილად გაიარა. ვინ არის გიორგი სიგუა? მისი სახელი 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მაშინ სიგუა, დაჩი ცაგურიასთან ერთად, სტუდკავშირის წევრი იყო და, როგორც სტუდენტები აცხადებდნენ, მათივე ფულით „იკვებებოდა“. სიგუა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ფიგურად ითვლებოდა და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კორუფციულ გარიგებებშიც იღებდა მონაწილეობას. მკაცრად იცავდა ძველი თაობის იდეოლოგიებს და უპირისპირდებოდა განათლების ახალ სისტემას. გიორგი სიგუასა და მის თანამოაზრე სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ხელს არ აძლევდათ. ამიტომ მას შერჩეული ალტერნატივა, მიხეილ ქურდიანი დაუპირისპირეს და ოცდამეერთე საუკუნის რექტორადაც დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეს. გიორგი სიგუა და მისი საუნივერსიტეტო კლანი, სუდენტობის დროს, ხშირად ეხვეოდა სხვადასხვა სკანდალებსა და დაპირისპირებებში. თქვენ ახლა კადრში უნივერსიტეტის ეზოში მომხდარი ერთერთი ჩხუბის ამსახველ მასალას ხედავთ. ცივი იარაღით შეიარაღებულმა სიგუას თანამოაზრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს განსხვავებული იდეოლოგიის მქონე სტუდენტებს. გიორგი სიგუას იდეოლოგიას, რომელიც შევარდნაძის მთავრობის პოლიტიკური გვამების შეხედულებებზე იყო დაფუძნებული, 2004 წელს, სტუდენტთა მეორე ჯგუფი, სტუდენტური კლუბი, დაუპირისპირდა. გიორგი სიგუას სტუდენტურმა ლიგამ წინასაარჩევნოდ აპოლიტიკური სტუდენტური ფორუმი შექმნა, თუმცა პრეზენტაციაზე ბევრი პოლიტიკური სახე მიიწვია. მათ შორის, ედუარდ შევარდნაძე და ლევან მამალაძე. სიგუას ფულისადმი ტრფობა და ცრუპენტელობა მალევე გამოაშკარავდა. მან საქართველოს დატოვება, თანამოაზრე დაჩი ცაგურიასთან ერთად გადაწყვიტა. „საიდანღაც ფული იშოვა, ცაგურიას გასამგზავრებელი თანხაც მიითვისა და საზღვარგარეთ წავიდა, აყვირდა - ჩემისთანა სტუდენტებს ებრძვიან და შემიფარეთო. ცაგურიას კი საბოდიშო წერილი მიწერა - მაპატიე შენი ფული რომ წავიღე, სხვაგვარად არ შემეძლოო“ - იუწყება დრონი.ჯი. „სიგუა აზარტული თამაშებითაც იყო გატაცებული. მაგალითად, ერთხელ, როცა მას ლექტორატი, სტუდენტურ ღონისძიებაზე აგზავნიდა და ამისთვის სოლიდური დაფინანსებაც გამოუყო, სიგუა კაზინოში შევიდა და მთელი ფული იქ დატოვა. ბუნებრივია, სტუდენტურ ღონისძიებაზე ვეღარ გაემგზავრა, თუმცა, უნივერსიტეტში კარგა ხანს იტყუებოდა მივლინებით საზღვარგარეთ ვიყავიო“ - წერს საინფორმაციო პორტალი. სწორედ ასეთ ბნელ პოლიტიკურ ძალებთან დაახლოებული და პოლიტიკურ საგნაგვეზე მოსროლილი ფიგურა „გააცოცხლა“ თინა ხიდაშელმა. საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ სიგუას უსაგნო ბრალდებებს დეგრადირებული პოლიტიკოსების ხელწერა აშკარად ეტყობოდა. საგულისხმოა, რომ უნიჭო დემაგოგიის მასკარადის შემოქმედებით ჯგუფში მხოლოდ სიგუას სახელი არ ფიგურირებს. სიგუას ფულისადმი გადამეტებულ ტრფობაზე, ძველი მთავრობის დროს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა მიუთითებს. აშკარაა, რომ სიგუა პირადი ფინანსური დაინტერესების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მამალაძისა და ასლან აბაშიძის ძველ მეგობარს კავშირი აქვს ივანიშვილის ამერიკაში მოღვაწე ლობისტების დაჯგუფებასთან, რომელსაც პოლიტიკურ გვამად წოდებული ცოტნე ბაკურია კურირებს. სწორედ მათი მითითებითა და მწვანე კუპიურების ხათრით განვლო ქართველმა მარგინალმა ათასობით კილომეტრი და პრინსტონში გაემგზავრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები