2 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი მოჭიდავეები „ლონდონი 2012“ –ის ლიცენზიანტები გახდნენ

ჩამოტვირთვა

„ლონდონი 2012“– ის ლიცენზიანტთა დაფას უკვე 24 წარწერა ამშვენებს. 22 ავტოგრაფს კიდევ ორი შეემატა. სპორტის მოყვარულებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, ოლიმპიურ თამაშთა ლიცენზიის მფლობელები კედელზე გამოკრულ სპეციალურ პლაკატზე სიმბოლურ წარწერებს აკეთებენ. ამდენი ლიცენზიანტი სპორტსმენი ბევრ დიდ ქვეყანასაც არ ჰყავს. დღევანდელი დღისა და, შესაბამისად, ჩვენი სიუჟეტის გმირები მოჭიდავეები, ოთარ თუშიშვილი და სოსო ჯაბიძე არიან. სწორედ ამ ბიჭებმა მოიპოვეს ჩინეთში დასრულებულ ტურნირზე ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიები. ოთარ თუშიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, ხოლო სოსო ჯაბიძე ბერძნულ–რომაულ სტილში ჭიდაობს. სპორტსმენები ფანტასტიურ ფორმაში არიან. დღეს საამაყო სტენდზე ხელი დამსახურებულად მოაწერეს, ხვალიდან კი უკვე ვარჯიშებს განაგრძობენ. დღესვე ხმამაღალი და ამბიციური განცხადებები გააკეთეს. გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები