1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

ჩამოტვირთვა

ასეთი ემოციებით დახვდნენ გულშემატკივრები ქართველ, ახლა უკვე ევროპის ჩემპიონ, ძიუდოისტებს. რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ფინალში 3:2 დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს ინდივიდუალურ ჩათვლაშიც და ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი სულემინი დაამარცხა. ვერცხლის მედალს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლომერ ჟორჟოლიანი დაეუფლა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის გუნდური ჩემპიონების ტიტული მეხუთედ მოიპოვეს. როგორც სპორტსმენები, ასევე ქართველი გულშემატკივრები, დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი წარმატებული ბიჭები შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ და მსოფლიო ჩემპიონებიც მალე გახდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები