0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა...

ჩამოტვირთვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება. “მიხეილ მესხზე” დაძაბული ბრძოლის გამარჯვების გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე ალეკო მზევაშვილმა გაიტანა. ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთმა ინგლისი 4:0 გაანადგურა, თუმცა მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა და საქართველოს შემდეგ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები