2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პნევმატური იარაღიდან სროლაში საქართველოს ორი პატარა ჩემპიონი ჰყავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს დღეს ორი პატარა ჩემპიონი ყავს. პნევმატური იარაღიდან სროლაში გოგონათა შორის 18 წლის ანი გაგილაძემ, ხოლო ვაჟთა შორის იმავე ასაკის ომარ სანოძემ თბილისის პირველობა მოიპოვეს. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა, ანიმ და ომარმა „აიტივისთან“ საუბარში პირველობის სიხარულით გამოწვეული ემოციები ვერ დამალეს. დამწყები, უკვე წარმატებული სპორტსმენები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს გამარჯვება მათთვის კიდევ უფრო დიდი ბრძოლის მოსაგებად დიდი სტიმულია. ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია თავად ტყვიის სროლის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი. ნინო სალუქვაძის განცხადებით, ანიმაც და ომარმაც გამარჯვება დიდი შრომის შედეგად მოიპოვეს, რაც მათთვის ტრამპლინია უახლოეს მომავალში გრანდიოზული მასშტაბის ტურნირებში მონაწილეობისათვის. ახალგაზრდა სპორტსმენებმა შემდეგ ტურნირზე იანვრის ბოლოს უნდა იასპარეზონ, ანიმ და ომარმა დღეს „აიტივისთან“ პირობა დადეს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ღირსეულად წარსდგებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები