1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალი მექსიკურ ფეხბურთში

ჩამოტვირთვა

სკანდალი მექსიკურ ფეხბურთში. 35 წლის მეკარე ომარ ორტისი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ამხილეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მექსიკური ფეხბურთის წარმომადგენელი იმ გაერთიანების წევრია, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებითა და ადამიანების გატაცებით არის დაკავებული. ორტისი აქტიურ ფეხბურთს გასულ წელს ჩამოაშორეს. მის სისხლში მედიკოსებმა აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. ომარ ორტისთან ერთად მექსიკელმა სამართალდამცავებმა დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, კრიმინალური გაერთიანების წარმომადგენლებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები