1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასაკოვანი ბალერონები და ბალერინები სცენაზე

ჩამოტვირთვა

პარიზში, მერლანის თეატრის სცენაზე ცნობილი ბალეტი The rite of spring დაიდგა. წარმოდგენის ორიგინალურობა კი მონაწილეთა ასაკი გახლავთ. მოცეკვავეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 60 წლისაა, ყველაზე ასაკოვნებმა კი 80 წელს მიუკაკუნეს. დადგმის რეჟისორი ტიერი ტიო ნიანგი გახლავთ, რომელიც მიიცნევს, რომ ცეკვა ადამიანს ასაკის ტვირთისგან ათავისუფლებს. 1. როდესაც ჩემს მეგობრებს ვუთხარი რომ ცეკვას ვაპირებდი, მათ ბევრი იცინეს, ისიც კი მკითხეს ბალერინის კაბის ჩაცმას ხომ არ ვაპირებდი. მე კი მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ცეკვისა და ასაკის შეთავსებასთან დაკავშირებით არაობიექტური მოსაზრებებია გავრცელებული. 2. ჩემთვის ეს იმ ტიპის დატვირთვაა, რომელსაც დიდი სიხარული მოაქვს 3. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი საინტერესო გამოცდილების მიღების შანსი მომეცა. მაყურებელიც ძალიან დიდი ინტერესით გვიყურებს. 4. მოცეკვავეებს ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემები აქვთ, მე ყველანაირად ვეცადე გამეთვალისწინებინა თითოელი მათგანის შესაძლებლობები, რადგან მინდა სცენაზე თავი კომფორტულად იგრძნონ. უკვე არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ სცენაზე მოხუცებს კი არა მოცეკვავეებს ხედავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები