1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეთა თოფურია ლედი გაგას განასახიერებს

ჩამოტვირთვა

რუსულმა ჯგუფმა A’Studio-მ გადაწყვიტა, საკუთარი ძალები ცეკვაში მოსინჯოს. ჯგუფის წევრები პაროდიულ Стиляги шоу-ში ეპატაჟური მომღერლის, ლედი გაგას საბალეტო დასს განასახიერებენ. თავად ლედი გაგას როლს A’Studio-ს სოლისტი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია შეასრულებს. პაროდიულ Стиляги шоу-ში შოუ-ბიზნესის, სპორტისა და პოლიტიკის წარმომადგენლები სხვადასხვა პერსონაჟებს ასახიერებენ. Стиляги-ს პრემიერა 20 ნოემბერს გაიმართება. ხოლო ქეთასა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს მაყურებელი 27 ნოემბერს იხილავს. ცნობილია, რომ ზაფხულში ქეთა თოფურიამ ლედი გაგას სტილისტს კოსტუმები შეუკვეთა. ქეთა მოლაპარაკებებს ლედი გაგას დასთან აწარმოებდა. როგორც ცნობილია, ნატალი ჯერმანოტა თავისი დის სტილისტია. ადრე ჯერმანოტა უარს ამბობდა სხვა ვარსკვლავებთან მუშაობაზე, მაგრამ გაგას კურთხევის შემდეგ, სრული შემოქმედებითი თავისუფლება აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები