0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო-მოლდოვის საფეხბურთო დაპირისპირება თბილისში შედგება

ჩამოტვირთვა

საქართველო-მოლდოვის მეათე საფეხბურთო დაპირისპირება თბილისში შედგება. ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით წლის ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. დღემდე გამართული ცხრა მატჩიდან ქართველებმა მხოლოდ სამი მოიგეს, ორი ფრედ, ოთხი კი მოლდოვის სასარგებლოდ დასრულდა. თამაშზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეუძლია. მატჩი 18 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 21 წლამდე ევრო 2013-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი საქართველომ გუშინ მეხუთე მატჩი ლუგანოში გამართა. შვეიცარიისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირება მასპინძლებმა 5:0 მოიგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები