0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს

ჩამოტვირთვა

ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში დღეს გიორგი გოდაბრელიძემ გაიმარჯვა. ახლადარჩეულ პრეზიდენტს საქართველოში ხელბურთის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს. 2015 წლის თბილისის ოლიმპიური თამაშები, ამ გრანდიოზული შეჯიბრისთვის ქალთა და ვაჟთა გუნდების მომზადება, მომავალ წელს, ბათუმში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩატარება – ასეთია იმ გეგმათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებასაც ხელბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი გეგმავს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დღეს ყველა დარწმუნებული იყო, რომ გოდაბრელიძე დასახული გეგმების განხორციელებას შეძლებს. ხელბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი უნივერსიადაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რათა თბილისმა 2013 წელს დაგეგმილ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები