0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი ძიუდოისტები ახალი მწვერვალების დაპყრობას გეგმავენ

ჩამოტვირთვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, 3–6 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრზე 15 უძლიერესი ძიუდოისტი გაემგზავრება, სპორტსმენები დასკვნით ვარჯიშებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 3 ნოემბერს გაიხსნება. პირველ დღეს ტატამზე 55 და 60 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ, 4 ნოემბერს მოწინააღმდეგეს 66 და 73, 5 ნოემბერს 81 და 90კგ. წონითი კატეგორიის ფალავნები შეერკინებიან, 6 ნოემბერს კი მძიმეწონოსანთა ორთაბრძოლები გაიმართება. როგორც ქართველ ძიუდოისტთა მწვრთნელი, ასევე სპორტსმენები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემპიონატიდან, მინიმუმ, სამ ოქროს მედალს ჩამოიტანენ. ძიუდოისტები კეიპტაუნში 31 ოქტომბერს გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი – ვლადიმერ ნუცუბიძე იმსაჯებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები