0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვილი მშობიარობა - ქალების არჩევანი

ჩამოტვირთვა

ქსიუშა 24 წლისაა. ეს მისთვის პირველი მშობიარობაა. მეან-გინეკოლოგთან მისვლისას პირველი კითხვა ასეთი იყო“ „საკეისროს გამიკეთებთ?“. ექიმი ლალი სტურუა ქსიუშას პირადი მეანია და 12 კვირის განმავლობაში პაციენტის ფსიქოლოგიურად მომზადებას ცდილობს, თუმცა შიში იმდენად დიდია, რომ ფეხმძიმე ქალი ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე ჯერჯერობით ვერ დაითანხმა. საკეისრო, რომელიც მაღალი რისკ-ფაქტორის მქონე ოპერაციათა რიცხვში შედის არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, დღითიდღე პოპულარული ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის რიცხვი ქვეყანაში 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით კი საკეისროს რაოდენობამ საქართველოში 30%-ს მიაღწია. ფსიქოლოგიაში ადამიანის დაბადება, პირველ სტრესად განიხილება. ნაყოფი ხომ მისთვის საუკეთესო მდგომარეობიდან სრულიად უცხო გარემოში ინაცვლებს. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში, ნაყოფი დაბადების სტრესს სამშობიარო არხის თანდათანობით გავლისას ეგუება. საკეისროს დროს კი ახალშობილი მისთვის შეუჩვეველ გარემოს წამებში ევლინება და გარემო გამაღიზიანებლების მიმართაც უფრო მგრძნობიარეა. საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარებობის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ, მშობიარეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. 2008 წელს ევროპელმა სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ოცი კვლევა გადაამოწმეს, რომელიც დიაბეტსა და საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს შორის კორელაციას ადგენდა და აღმოაჩინეს, რომ ქირურგიული გზით დაბადებულ ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 20%-ით მაღალია. პირველი საკეისრო კვეთა საუკუნეების წინ ჩაატარეს. ექიმები საკეისრო ოპერაციას მხოლოდ მხოლოდ გარდაცვლილ ქალებს უტარებდნენ, რათა მათი ნაყოფი გადაერჩინათ. ამ მეთოდს ძველ ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და ჩინეთში მიმართავდნენ. კაცობრიობას დიდი გზის გამოვლა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები