1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაგბი არასრულწლოვანი პატიმრებისთვის

ჩამოტვირთვა

მოწინააღმდეგის პატივისცემა, მეგობრობა, ურთიერთმხარდაჭერა, წაგებასთან ღირსეულად შეგუება – ეს ის თვისებებია, რაც საქართველოს არასრულწლოვანმა პატიმრებმა უკვე შეიძინეს. მოზარდები რამდენიმე თვეა, რაც რაგბიში ვარჯიშობენ, თურმე სპორტის ამ სახეობამ, არასრულწლოვანები არა მხოლოდ ფიზიკურად გააკაჟა და გააჯანსაღა, არამედ ვაჟკაცური თვისებებიც შესძინა. მოზარდების სპორტულ აქტივობებში ჩართვას საქართველოს რაგბის კავშირის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდიც უჭერს მხარს. აღნიშნულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რაგბის გაკვეთილები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია და არსებითია მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის რაგბის გაკვეთილები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღმზრდელობით დაწესებულებაში, მიმდინარე წლის ნოემბრამდე გაგრძელდება ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზდელობით დაწესებულებაში მოზარდებმა სპორტის ეს სახეობა და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესები შეიყვარეს და გაითავისეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე კვლავ იგეგმება სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროექტების ამოქმედება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები