1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო - საბერძნეთი 1:2

ჩამოტვირთვა

მიუხედავად პირველი ტაიმის მოგებისა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ეტაპის მატჩი მარცხით დაასრულა. მიშა მესხის სტადიონზე თამაში 2:1, საბერძნეთის სასარგებლოდ, დასრულდა. პირველი გოლი მე-19 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, გუნდი დავით თარგამაძემ დააწინაურა. თუმცა ბერძნებმა, მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების კარში ორჯერ გაიტანეს. 79-ე წუთზე თავი შორეული დარტყმით ფოკატისმა გამოიჩინა, ხოლო 5 წუთში საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ხარისტიასმა, ქეცბაიას გუნდი ქულის გარეშე დატოვა. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციისგან სპეციალური პრიზი ლევან კობიაშვილს გადაეცა. კობიაშვილისთვის საბერძნეთთან ჩატარებული მატჩი საიუბილეო აღმოჩნდა. ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა. თამაშის დასრულების შემდეგ, საკონფერენციო დარბაზში, თემურ ქეცბაიამ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, საბერძნეთთან შეხვედრის გარდა, მთლიანად, გასული შესარჩევი შეაფასა. ამ შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებმა, ევროპის შესარჩევი ტურნირი 10 მოპოვებული ქულით ბოლოს წინა, მეხუთე ადგილზე დაასრულა, ჯგუფში ბოლო ადგილი მალტამ დაიკავა, ხოლო პირველ-მეორე ადგილებზე ხორვატია და საბერძნეთი გავიდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები