0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება

ჩამოტვირთვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინულ კოლომი ეში ჩატარებულ ალექსეი დოვბუშის სახელობის 46-ე საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა. ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – ასეთი შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოჭიდავეები უკრაინის საერთაშორისო ტურნირიდან. ჩემპიონები ბექა ბუჯიაშვილი და მძიმეწონიანი გენო პერტიაშვილი გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლები სანდრო ამინაშვილმა და ომარ გუსოშვილმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი კი 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მეშვილდიშვილს ხვდა წილად. ქართველი სპორტსმენები ამჯერად უკვე ოლიმპიადისთვის იწყებენ მზადებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას გეგმავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები