2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები 7 ოქტომბერს შვეიცარიას უმასპინძლებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. შეხვედრა თბილისში, 7 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. ოც დაერთ წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სოსო ჭედიას, განცხადებით, ქართველი სპორტსმენები შვეიცარიელებთან შესახვედრად სერიოზულად ემზადებიან, ჭედიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიას ღირსეულად შეერკინება. ნაკრებმა საწვრთნელი შეხვედრა დღეს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ გამართა. როგორც ცნობილია, რამდენიმე სპორტსმენს ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც ფეხბურთელები შვეიცარიასთან ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საწვრთნელ შეკრებაზე დღეს მითითებები მეკარეებმა, მცველებმა, ნახევარმცველებმა და, რაც მთავარია, თავდამსხმელებმა მიიღეს. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი სპორტსმენებს მეტოქე გუნდის სუსტ მხარეებს აცნობს, რაც ფეხბურთელებს მათთან ბრძოლას გაუადვილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები