0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ბავშვის სქესის დადგენა აიკრძალა

ჩამოტვირთვა

საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ალბანეთში ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ბავშვის სქესის დადგენა კანონმდებლობით აიკრძალება. კანონი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგანგებო რეზოლუციით 3 ოქტობმერს მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით იქნა მიღებული. ასამბლეის "თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის" კომიტეტის მონაცემებით, კავკასიის ქვეყნებში, ოჯახის დაგეგმვისას, უპირატესობა ვაჟს ენიჭება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის სქესის გაგების შემდეგ, თუ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა, წყვილები აბორტს მიმართავენ, რაც სქესობრივ ბალანსს არღვევს. ევროპელ სოციოლოგთა დასკვნით, საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის 105 მამრობითი სქესის ბავშვზე 100 გოგონა უნდა მოდიოდეს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კი ეს სტანდარტი დარღვეულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები