0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

16 თვის განმავლობაში, არცერთი ოფიციალური პირი უკრაინაში დაღუპული ქართველების პანაშვიდზე არ მოსულა საელჩოდან – მაქარაშვილი

“წელიწადზე მეტია თავს ვიკავებ, ვცდილობ გავატარო, ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ აღარ შეიძლება ასე გაგრძელება და ვწერ!

ამხელა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები გვეხოცება ფრონტზე, სული ძლივს გვიდგას ამდენი საცოდაობის შემყურეს და რაღაცნაირად გაგვაქვს თავი უპატრონოდ მიტოვებულ მეომრებს და სამოქალაქოებს. გვერდში გვიდგანან უცხოელები, უკრაინელები, ამერიკელები, კანადელები, ბრიტანელები… გვისამძიმრებენ, გვამხნევებენ, გვერდში გვიდგანან… დღეს მაღალი რანგის უცხოელი სამხედროები იყვნენ მოსულები,  თქვენი ოფიციალური უწყება რომელ მხარეს დგასო მკითხეს.

გავშრი, იმიტომ რომ შემრცხვა პასუხის გაცემა!

16 თვის განმავლობაში, არც ერთხელ, არცერთი ოფიციალური პირი პანაშვიდზე არ მოსულა.
არადა 250 მეტრია ეკლესიიდან საელჩომდე! 5 წუთის სავალი გზაა ხალხო!

არათუ საელჩოს სახელით, საკუთარი სურვილითაც არავინ მოსულა გვერდში ამოსადგომად! ამდენი ხანია მესმის, რომ გადმოსვენების თანხას იხდის საელჩო და ზედმეტი არაფერი ვთქვათ, ეგეც არ შეგვიწყვიტონო…

ჰო და ზედმეტი გითხრათ კი არა, კარგად დაიმახსოვრეთ, გადასვენების ფულსაც გადაიხდით (ჩვენი ფულია ეგ და არა თქვენი), თაიგულსაც გამოაგზავნით და რომელიმე ვიცე კონსულსაც გამოაგზავნით, რომ ისედაც სამარცხვინო დღეში მყოფებს, უარესი არ გვჭირდეს ყოველ ჯერზე!”,

წერს ამის შესახებ,  სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს კიევში, კიდევ ორი დაღუპული ქართველი მეომრის, ჯონი ოდიშვილი და მახო კვიჟინაძის პანაშვიდი გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები