1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები აღნიშნავენ, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია ჯორჯიან მანგანეზიდათმობაზე არ წავიდა.

მაღაროელები უკვე მე-8 დღეა გაფიცულები არიან - მათი მთავარი მოთხოვნები ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვაა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულები თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

პროტესტის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა არ შეწყდეს მათი საქმიანობა. კომპანია აცხადებს, რომ კრიზისის მიუხედავად უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები