აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, მოჰყვება თანამდებო...
მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ისინი იმუქრებიან რომ გაავრცელებენ მთავრობის წევრების პირად მიმოწერებს და სხვა მასალებს რომ...
|
"ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან აჩვენებს, აჩვენებს რა იყო მომართვის მიზანი, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასეროზულია ოპოზიცია.
ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან. ამ წერილის ინიციატორები ( ეს წერილი მე არ მიმიღია მედიით ვნახე) ეს ადამიანები პარლამენტის სხდომაზე გამოდიან და პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე და ამავე დროს, „ლელოს“ შეეხება განსაკუთრებით, გეგმავენ ხვალ, 26 მაისი ჩააშხამონ ქართველ მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდეგ თვითონ ნერვები ეშლებათ, შემდეგ თვითონვე იწყებენ ამაზე კამათს და სხვებსაც ნერვებს უშლიან. ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია. იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
„გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ამ დეზეინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ორგანიზაციები, რომლებზეც უცხო ქვეყნის ფული იხარჯება. ორგანიზაციები, რომელშიც დონორები ხარჯავენ ფულს, ეს ორგანიზაციები დგანან და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ასეთ ისტერიას მართავენ და შემდეგ იმ დონორების წარმომადგენლები თუ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნაზე ისხდებიან და აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, ამის პარალერულად მათ მიერ დაფინასებული ენჯეოები ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს არაკეთილსინდისიერ დახმარებას ქვეყნისთვის. უცხოური ქვეყნის ფული და მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ მისი ეროვნული დღესასწაული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა: საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა, „თუკი ვინმე დროშას ეძებს , თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას“.
„რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და ყოველ წელს შეესაბამება შესაბამის თემას. თუკი ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და 26 მაისს, საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიანბევრ ქართულ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში.
მივმართავ მოქალაქეებს, ჩვენს ოპოზიციას , ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთადერთი მიზანი აქვს , რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ . ხვალ უდიდესი ზეიმი გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა. აცადონ, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ ენჯოებმა, რომლებმაც უცხოური ფული სად წაიღონ არ იციან . ნაცვლად იმისა რომ საკუთარ მოქალქეებს ნერვები უშალონ, დასხდნენ თავის ოფისებში, დასხდნენ თავის სახლებში, თუკი ქართული დროში დანახვა არ სიამოვნებთ, იყვენ სახლში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ისინი იმუქრებიან რომ გაავრცელებენ მთავრობის წევრების პირად მიმოწერებს და სხვა მასალებს რომ...
"ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე "დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ" და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, მაგრამ, ცხადია, ...
"30 წელზე მეტია რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტ...
სალომე ზურაბიშვილმა სანდრო გურგენაძისა და ოთო ბაზერაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“-ს ვიდეო გააზიარა წარწერით: ამ ქვეყანას ვერავინ დააქცევს, ვერავინ გახლეჩს, ვერავინ დაიმონებს...
"როგორც იქნა დამთავრდა დღევანდელი დღე... მართლა მეგონა,რომ რეალობის აღქმის საკითხში ცოტა "უკეთ" ვიყავით... ჯერ თურმე ძალიან შორს ვართ... ჯერ კიდევ ბევრი ბ რ ძ ო ლ ა ა საჭირო... არასოდეს იქნება ჩემი სა...
ევროპულ სახალხო პარტიამ (EPP) ევროპარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო მიიღებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, ევროკავშირში გაწევრიანების...
გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს.“ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ...
კომენტარები