0 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"DRG - ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის... იძულებული ვარ, შევწყვიტო პრაქტიკული მოღვაწეობა" - რას წერს ექიმი ლევან ჩიკვატია

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს. ექიმის თქმით, ამის მიზეზი კლინიკებში DRG სისტემის დანერგვაა.

„DRG – და ისევ ეს ყბადაღებული დი არ ჯი და მისი იმპლემენტაცია ქართული ჯანდაცვის სისტემაში! პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ დი არ ჯი – ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის.

ვინაიდან და რადგანაც ჩვენ – ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტდამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტის გასამაგრებლად; ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების, რაც საკმაოდ ძვირია მთელ მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად, გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე!

4-თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი – ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!

ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა!!!
შესაბამისად, მე – ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა, 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი…

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა. აქვე მოგიყვანთ 490-გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის „დი არ ჯი“ ევროპაში, (ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის?! სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა

ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო… ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება, დაე, ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ. დროებით“, – წერს ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში.

საკითხთან დაკავშირებით, “ფორტუნა” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლევან ჩიკვატიას საქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...