0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მელია ჩამოყალიბდა ანტიმიშა პირად. ამიტომ, წარმოუდგენელი ცინიზმი იქნება, ანტიმიშა პირი მიშას პარტიის თავმჯდომარე გახდეს. ეს არ არის ენმ-ის ინტერესი” - გიორგი კაპანაძე

 

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისათვის მებრძოლის, გიორგი მუმლაძის რეგიონული შტაბის უფროსი, გიორგი კაპანაძე აცხადებს რომ “მელია ანტიმიშა პირად ჩამოყალიბდა”. მისი თქმით, “ანტიმიშა პირი მიშას პარტიის თავმჯდომარე” არ უნდა გახდეს.

- გიორგი, რა ხდება დღეს, ნაციონალურ მოძრაობაში?

გიორგი კაპანაძე:  სინამდვილეში, ენმ-ში, დღეს, პარტიის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. პარტიამ უნდა დაიბრუნოს ის ნიშა, რომლითაც იგი გამოირჩეოდა სხვებისაგან. ესაა ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა, გამარჯვებისაკენ სწრაფვა...

- რატომ დასჭირდა პარტიას, თავმჯდომარის არჩევნები?

-  იმიტომ რომ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტია დაასუსტა. მან ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც მკვეთრად შეამცირა ენმ-ის რეიტინგი.

- რამ გამოიწვია მისი შეცდომები?

- პირველ რიგში, არათანმიმდევრულობამ, ამპარტავნობამ, თანამებრძოლთა აზრის გაუთვალისწინებლობამ და რაც მთავარია, მისმა ანტიმიშა განწყობებმა.

მელია ამბობდა რომ მიშა მისთვის ფაქტორი არ იყო. ის ამბობდა რომ მიშას საკითხი მისთვის პრიორიტეტი არ იყო.

ზოგადად კი, ბოლო დროს, მელია ჩამოყალიბდა ანტიმიშა პირად. ამიტომ, წარმოუდგენელი ცინიზმი იქნება, ანტიმიშა პირი მიშას პარტიის თავმჯდომარე გახდეს. ეს არ არის ენმ-ის ინტერესი.

-  თქვენი აზრით, ვინ გახდება ენმ-ის თავმჯდომარე?

- მე მხარს ვუჭერ გიორგი მუმლაძეს. ჩემი აზრით, პარტიის შიგნით არსებული განწყობების მიხედვით, დღეს რომ არჩევნები იყოს, მოქმედი თავმჯდომარე დიდი სხვაობით წააგებს. ხოლო ენმ-ს ეყოლება ახალი თავმჯდომარე და ეს არ იქნება მელია.

- როგორ ფიქრობთ, ექნება ახალ თავმჯდომარეს მოქმედების გეგმა?

- მიშას გადარჩენის 3 გზა არსებობს:

1.   სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და მისი ჰუმანიტარული მიზნით გაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

2.   პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტის გამოცემა.

3.   მასშტაბური აქციები და ზეწოლა ხელისუფლებაზე.

სასამართლო პროცესები იწელება, ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს, ხოლო ენმ-ს, ახლა, მოქმედი თავმჯდომარის ფაქტორის გამო, მასშტაბური აქციის გამართვა არ შეუძლია.

შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი და პოზიტიური ცვლილებების განხორციელება პარტიაში, რათა ენმ-ი გახდეს ბრძოლისუნარიანი და ერთიანი...

- და ვის შეუძლია ამის ორგანიზება?

- ახალ თავმჯდომარეს, ახალი ლეგიტიმაციით, რომელმაც ცხადია, არ უნდა გაიმეოროს მელიას შეცდომები და გაერთიანების ხელი უნდა გაუწოდოს ყველას, ვისაც სურს ბრძოლა, მესამე პრეზიდენტის გადარჩენა და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, ვინ გაავრცელა აუდიოფაილი, სადაც იქმნება შთაბეჭდილება რომ მელია, მესამე პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

- ვინც გაავრცელა, ის, არც მალავს თავის ვინაობას. მან, რამდენადაც ვიცი, სრულიად ღიად გამოაქვეყნა ეს რაღაც აუდიოფაილი სოციალურ ქსელში.

მკაფიოდ ვამბობ: სრულიად მიუღებელია ჩემთვის, მსგავსი რამ, ისევე როგორც მესამე პრეზიდენტის უცენზურო სიტყვებით მოხსენიება და ძალადობა, მაგალითად, თანამოაზრეებზე და მაგალითად, რუსული ომონის სტილში, ფრაზებით: დაასახიჩრეთ...

 

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...