0 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.

„გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი“, – აღნიშნა ანთაძემ.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, რიგით 110-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.

ასევე, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...