,,ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას ვწყვეტთ, სამოქმედო გეგმის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ"
2018-05-13 11:28:12
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.
როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.
„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით“ გავავრცელებთ“,- განაცხადა წიქარიშვილმა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა.
პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.
✅რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა 🟨ზესტაფონის შემოვლითი ...
"27-იდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის! “- განმარტავს ექსპერტუ გიგი გიგიაძე, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვიზალ...
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 ...
‘800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს” – ამის შესახებ, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან სურმავამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ...
“დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ასე პასუხობს, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელმაც გან...
“მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატ...
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერ...
კომენტარები